E-2 ვიზა არის არასაემიგრაციო ვიზის ტიპი, რომელიც განკუთვნილია იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომელთაც აშშ-სთან გაფორმებული აქვთ საერთაშორისო E-2 ხელშეკრულება. აღნიშნული ვიზა საშუალებას აძლებს უცხოელ ინვესტორებს რომ იცხოვრონ აშშ-ში და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
E-2 ვიზის მისაღებად, აპლიკანტს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს საკუთარ სტარტაპში ან იყიდოს უკვე არსებული ბიზნესი. საჭირო ინვესტიციის ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ბიზნესზე. აშშ-ს კანონმდებლობა ამ ვიზისთვის ინვესტიციის მინიმალურ ოდენობას არ განსაზღვრავს, თუმცა პრაქტიკული გამოცდილებით დადგენილი ზღვარი დაახლოებით $80,000-ს შეადგენს.
E-2 ინვესტორი უნდა ფლობდეს მინიმუმ ბიზნესის 50%-იან წილს და უნდა განახორციელოს ბიზნესისთვის აუცილებელი თავდაპირველი ინვესტიცია. რეგულაცია არ განსაზღვრავს ინვესტიციის მინიმალურ ოდენობას, თუმცა ინვესტიციის ოდენობა საკმარისი უნდა იყოს კონკრეტული ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის.
E-2 კომპანია უნდა ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას და ახორციელებდეს პროდუქციის ან სერვისების შეთავაზებას. პასიური ინვესტიცია აქციებში ან უძრავ ქონებაში არ იქნება ამ ვიზის მიღების საფუძველი.
E-2 Visa ასევე ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის რომელთაც გააჩნიათ იგივე მოქალაქეობა რაც ინვესტორს და ამ კომპანიის სამუშაო მოწვევის თანახმად დაიკავებენ მენეჯერულ ან სპეციალიზირებული ცოდნის მქონე ადამიანისთვისთვის განკუთვნილ პოზიციას.
იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით იმეილის მეშვეობით: Anka@esq.mba E-2 საერთაშორისო ხელშეკრულება აშშ-სთან დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებს:
ალბანეთი
არგენტინა
სომხეთი
ავსტრალია
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბაჰრეინი
ბანგლადეში
ბელგია
ბოლივია
ბოსნია და ჰერცოგოვინა
ბულგარეთი
კამერუნი
კანადა
ჩილე
კოლუმბია
კონგო
კოსტა რიკა
ხორვატია
ჩეხეთი
დანია
ეკვადორი
ეგვიპტე
ესტონეთი
ეთიოპია
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
გრენადა
ჰონდურასი
ირლანდია
ისრაელი
იტალია
იამაიკა
იაპონია
იორდანია
ყაზახეთი
კოსოვო
ყირგიზეთი
ლატვია
ლიბერია
ლიეტუვა
ლუქსემბურგი
მექსიკა
მოლდოვა
მონღოლეთი
მონტენეგრო
მოროკო
ჰოლანდია
ახალი ზელანდია
ნორვეგია
ომანი
პაკისტანი
პანამა
პარაგვაი
ფილიპინები
პოლონეთი
რუმინეთი
სერბეთი
სენეგალი
სინგაპური
სლოვაკეთი
სლოვენია
სამხრეთ კორეა
ესპანეთი
შრილანკა
სურინამი
შვედეთი
შვეიცარია
ტაივანი
ტაილანდი
ტოგო
ტრინიდადი და ტობაგო
ტუნისია
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო.
Comments