top of page
Search

მწვანე ბარათის მიღების შესაძლებლობები გამორჩეული უნარებისა და მიღწევების მქონე ადამიანებისთვის.

ადამიანებს რომლებსაც გააჩნიათ გამორჩეული ნიჭი, უნარები და მიღწევები ბიზნესის, სპორტის, ხელოვნების, მეცნიერების და განათლების სფეროებში, შეუძლიათ აშშ-ში დამსაქმებლის ან სპონსორის გარეშე მიიღონ მწვანე ბარათი.

აღნიშნული საიმიგრაციო ვიზის კატეგორია არის Eb11, რომელიც წარმოადგენს იმ ორი კატეგორიიდან ერთ-ერთს, რომლისთვისაც არ მოითხოვება აშშ-ში არსებული სამუშაო მოწვევა. ამ ტიპის მწვანე ბარათის მისაღებად, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია რომლითაც დადასტურდება რომ მათი მიღწევები სფეროში აღიარებულია ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს საერთაშორისოდ აღიარებული ყველაზე გავლენიანი ჯილდოს მიღების მტკიცებულებას (როგორიცაა ნობელის პრემია, გრემი, ოლიმპიადა) ან შემდეგი 10 ტიპის დოკუმენტაციიდან მინიმუმ სამის სახის დოკუმენტაციის არსებობას:

  1. დოკუმენტაცია აპლიკანტის მიერ ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე ნაკლებად აღიარებული პრიზების ან ჯილდოების მიღების შესახებ.

  2. აპლიკანტის ასოციაციაში ან ფედერაციაში წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც წევრად მიღებისთვის წინაპირობად ითვალისწინებს გამორჩეულ მიღწევებს.

  3. აპლიკანტის შესახებ გამოქვეყნებული სტატია ან ინტერვიუ პროფესიულ ან ფართოდ გავრცელებულ პუბლიკაციებში ან სხვა სახის მედიაში.

  4. აპლიკანტის მიერ კოლეგის მიღწევების შეფასების მტკიცებულება როგორც ჟიურის წევრის ამპლუაში ასევე ინდივიდუალურად.

  5. სფეროსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ორიგინალური სამეცნიერო, მხატვრული, სპორტული ან ბიზნესთან დაკავშირებული წვლილის შეტანის მტკიცებულება.

  6. აპლიკანტის მიერ სფეროში გამოცემული სამეცნიერო ხასიათის სტატიების მტკიცებულება პროფესიულ ან სხვა ფართოდ გავრცელებულ პუბლიკაციებში.

  7. აპლიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მხატვრულ გამოფენებზე წარმოდგენის მტკიცებულება.

  8. გამორჩეული ორგანიზაციისა თუ დაწესებულებისთვის აპლიკანტის მიერ წამყვანი ან მნიშვნელოვანი როლის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

  9. აპლინატის მიერ მაღალი ანაზღაურების მიღების მტკიცებულება ამ სფეროში მოღვაწე სხვა პირებთან შედარებით.

  10. საშემსრულებლო ხელოვნებაში კომერციული წარმატებების დამადასტურებელი მტკიცებულება.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის, რეგულაცია იძლევა ალტერნატიული მტკიცებულებების მიწოდების შესაძლებლობას.





 
 
 

Comments


© 2022 by KAMKHADZE PA IMMIGRATION LAW FIRM

3800 S Ocean Dr

Hollywood, FL 33019

By Appointment Only

  • Whatsapp
  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram

The information provided on this website does not, and is not intended to, constitute legal advice; instead, all information, content, and materials available on this site are for general informational purposes only. Readers of this website should contact the attorney to obtain legal advice with respect to any particular legal matter. No reader, user, or browser of this site should act or refrain from acting on the basis of information on this site without first seeking legal advice from the Attorney. Use of, and access to, this website or any of the links or resources contained within the site do not create an attorney-client relationship between the reader, user, or browser and Kamkhadze PA Law Firm. 

bottom of page